ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ვლადიმერ პუტინს საპატიო პრეზიდენტისა და ელჩის თანამდებობა შეუჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ეს გადაწყვეტილება არის ერთ-ერთი სპორტული სანქციიდან, რომელიც ბოლო დღეებში გამოცხადდა.
რუსეთის პრეზიდენტი ძიუდოს შავი ქამრის მფლობელია.