უკრაინის ქალაქ ხერსონში, რუსმა ჯარისკაცებმა ჟურნალისტი დახვრიტეს - ამის შესახებ ინფორმაცია, უკრაინის გენპროკურორზე დაყრდნობით, უკრაინულ მედიაში ვრცელდება.
საოკუპაციო ძალებმა საინფორმაციო კვირეულის "შენს გარშემო-ს" ჟურნალისტი და საქველმოქმედო ფონდ "იმედის სახლის" წევრი დილერბეკ შაკიროვი დახვრიტეს.