27 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
რომის პაპის უპრეცედენტო ქმედება - ფრანცისკე, უკრაინაში ომის შესახებ შეშფოთების გამოსახატავად, რუსეთის საელჩოში მივიდა

რომის პაპი ვატიკანში, რუსეთის საელჩოში მივიდა, რათა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ საკუთარი შეშფოთება ელჩისთვის გაეზიარებინა. როგორც "როიტერსი" წერს, დიპლომატიური პროტოკოლისთვის ასეთი ქმედება სრულიად უპრეცედენტო იყო.

ვატიკანის წამომადგენელი, მატეო ბრუნი ამბობს, რომ საელჩოში ფრანცისკემ ნახევარ საათზე მეტი დრო დაჰყო.

ბრუნის არ უპასუხია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 85 წლის პონტიფიკოსმა ელჩს ვატიკანის მედიაცია შესთავაზა, თუმცა რუსული სააგენტო TASS წერს, რომ შეთავაზებას რუსეთის ელჩი, ალექსანდრ ავდეევი უარყოფს.

შეხვედრიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ფრანცისკემ უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაურს, მიტროპოლიტ სვიატისლავ შევჩუკს დაურეკა. შევჩუკმა გადაწყვიტა, კიევი არ დატოვოს და ეკლესიის სარდაფი მოსახლეობისთვის თავშესაფრად გახსნა.

დღის ამბები