27 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
საქართველოს საელჩო კიევში და გენერალური საკონსულო ოდესაში მუშაობას საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ - 24 საათის განმავლობაში მოქმედებს ცხელი ხაზი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. კერძოდ, როგორც უწყებაში განმარტავენ, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებები, საქართველოს საელჩო კიევში და გენერალური საკონსულო ოდესაში მუშაობას საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ. ამასთან, განმარტავენ, რომ მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობებისა, მაქსიმალურ დახმარებას უწევენ უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.

"24 საათის განმავლობაში მოქმედებს ცხელი ხაზი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში, რომელზეც მოქალაქეები იღებენ შესაბამის რეკომენდაციებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით," - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს საელჩო, კიევი:
+380 (63) 376 77 68
+380 (44) 590 69 50
+380 (93) 544 01 17
+380 (63) 376 73 64
+380 (63) 511 73 25

გენერალური საკონსულო, ოდესა:
+ 380 (63) 176 75 55
+380 (93) 761 17 17

საგარეო საქმეთა სამინისტრო:
+995 (32) 2 94 50 50 

დღის ამბები