27 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
ჩვენ მადლიერი ვართ ყველანაირი დახმარებისთვის და საქართველოშიც დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ - უკრაინის ელჩი

მესამე დღეა უკრაინის არმია იცავს უკრაინას და იცავს მთელ მსოფლიოს, ამ სიტყვებით დაიწყო დღეს საგანგებო ბრიფინგი საქართველოში უკრაინის ელჩმა. იგორ დოლგოვმა შეაფასა ვითარება და თქვა, რომ სიტუაცია არის რთული და ეს ვითარება მოითხოვს დახმარებას. კიევის და სხვა ქალაქების მახლობლად მიმდინარეობს ბრძოლა. დიპლომატმა შეაჯამა ბოლო მოვლენები,

"დღეს ომის მესამე დღეა, მესამეა დღეა უკრაინის არმია უკრაინასა და მთელ მსოფლიოს იცავს. დღევანდელი დღე ვლადიმერ ზელენსკის მიმართვით დაიწყო, რომელიც გაჟღერდა როგორც უკრაინელებისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის. ის მიმართავდა ყველას პრეზიდენტის ოფისიდან. მან თქვა არავის დაუჯეროთ, ასევე თქვა, რომ არავის მიმართავდა დაეყარათ იარაღი, ეს არის ჩვენი მიწა, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ბავშვები, ჩვენ უნდა დავიცვათ ის. სიტუაცია ძალიან რთულია, ეს სიტუაცია არა მხოლოდ დახმარებას მოითხოვს უკრაინის შეიარაღებისადმი, არამედ მოითხოვს დახმარებას მთელი ქვეყნისთვის.

ღამე შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა რომ გამოყოს 600 მილიონი დოლარი უკრაინის დასახმარებლად. გუშინ ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების პაკეტის შემოღებაზე. ზოგ ადგილებში ატარებენ სხდომებს, ზოგან მიიღება გადაწყვეტილებები, მაგრამ უკრაინაში, სხვა ქალაქების მახლობლად მიმდინარეობს ბრძოლა.

კიევში, ცენტრის მახლობლად, რუსეთის ჯარებმა თავისი დარტყმა განახორციელა იმ სახლებზე, სადაც სამოქალაქო მოსახლეობა ცხოვრობს. ეს არის საცხოვრებელი უბანი, იქ სამთავრობო შენობები არ არის, არც სამხედრო ობიექტებია, იქ არის მხოლოდ ბაღები, სკოლები და სხვა სახლები. ბრძოლები მიმდინარეობს კიევის მახლობლად. აგრესორი ცდილობს კიევში შემოსვლას ბელორუსიის მხრიდან, ანუ იქიდან სადაც მდებარეობს ჩერნობილის ობიექტი. აგრესორს აქვს მცდელობა, რომ გადმოსხას საჰაერო დესანტი კიევის მეორე სანაპიროზე, დნეპრის მხრიდან, რომელიც კიევს ორ ნაწილად ყოფს.

ქალაქის მერმა მოსახლეობას მიმართა და დანაკარგების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ჩვენ გვყავს 35 დაჭრილი, მათ შორის 2 ბავშვი.

ჩვენ მადლიერი ვართ ყველანაირი დახმარებისთვის და საქართველოშიც დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. უკრაინის ბევრი მოქალაქე ჩარჩა საქართველოში, ქართველები და საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს გაუწიოს დახმარება. საქართველოს მთავრობამ გახსნა ცხელი ხაზი უკრაინის მოქალაქეებისთვის და აკეთებს ყველაფერს, რომ განათავსოს ისინი უფასოდ", - განაცხადა  იგორ დოლგოვმა.

დღის ამბები