მეორე უმძიმესი ღამე უკრაინისთვის - მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა ბრძოლები, როგორც ხმელეთზე, ასევე ავიაიერიშები სხვადასხვა ქალაქში. სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობდა კიევის ქუჩებშიც, უკრაინელმა სამხედროებმა დედაქალაქში მდებარე სამხედრო ბაზაზე თავდასხმა მოიგერიეს. სამიზნე გახდა კიევის ზოოპარკიც.
მძიმე ბრძოლა იყო დედაქალაქთან ახლოს მდებარე ვასილკოვშიც, სადაც უკრაინულმა არმიამ რუსეთის "სუ 25"-ის ტიპის მოიერიშე გაანადგურა.