პენტაგონში აცახდებენ, რომ უკრაინას დამატებით დახმარებას მიაწვდიან. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე პრესპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა. კირბის თქმით არსებობს გზები კრიზისის დასაძლევად და ვაშინგტონი ყველაფერ გააკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად
"უკრაინა ებრძვის. ისინი თავს იცავენ. ჩვენ რა თქმა უნდა ვნახეთ მინიშნებები, რომ რუსები, ყოველ შემთხვევაში, ვერ აღწევენ იმ პროგრესს, რასაც ფიქრობდნენ, რომ მიაღწევდნენ. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. დღევანდელი სიტუაცია უკრაინაში განსხვავდება წინა დღეებში არსებული ვითარებისგან. ჩვენ უნდა ვეძებოთ სხვადასხვა გზები შექმნილი სიტუაციის დასაძლევად. მე ძალიან მკაფიო ვიქნები, რომ ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას და უსაფრთხოების დამატებითი სისტემების უზრუნველყოფას. წინ ბევრი სამუშაოა , შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად მჭიდრო კომუნიკაციაშია,"- განაცხადა ჯონ კირბიმ.