27 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
ზელენსკიმ ისრაელის პრემიერს მიმართა თხოვნით, რუსეთთან მოლაპარაკებების შუამავალი იყოს

უკრაინის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს თხოვნით მიმართა, რომ ისრაელი იყოს შუამავალი რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

Нет описания.

ცოტა ხნის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა და მოლაპარაკებები ხვალამდე გადადო.

უკრაინის პრეზიდენტის პრესს-მდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა კი მოლაპარაკებების გადადებაზე ინფორმაცია უარყო. ნიკიფოროვის თქმით, სწორედ ამ წუთებში მიმდინარეობს მოლაპარაკებების დროსა და ადგილზე შეთანხმება.

"ჩვენ რუსეთის ფედერაციის წინადადებას თანხმობით ვუპასუხეთ. სწორედ ამ წუთებში მხარეები მოლაპარაკებების ჩატარების დროსა და ადგილზე კონსულტაციებს ატარებენ," - განაცხადა სერგეი ნიკიფოროვმა.

დღის ამბები