ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში უკრაინის მხარდასაჭერი აქციების გამართვას twitter-ის გვერდზე ეხმაურება. უკრაინის პრეზიდენტი ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
"საოცარი ქართველი ხალხი, რომლებსაც ესმით, რომ მეგობარს მხარი უნდა დაუჭირონ. საქართველო, მადლობელი ვართ ყველასი, ვინც თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში გამოვიდა უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ.
მართლაც, არის მომენტები, როდესაც მოქალაქეები არ არიან მთავრობა, მაგრამ მთავრობაზე უკეთესები არიან," - წერს ვოლოდიმი ზელენსკი.