27 ნოემბერი 2024,   22:53
ვრცლად
ამ ომით, არა ერთხელ ითქვა, რომ ხდება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დადგენილი წესების გადაწერა - ვიქტორ ყიფიანი

ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის" გამგეობის თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი უკრაინაში მიმდინარე პროცესებს აფასებს. როგორც ვიქტორ ყიფიანი ამბობს, უკრაინაზე თავდასხმით ნათლად ითქვა, რომ ხდება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დადგენილი წესების გადაწერა. 

"ამ ომს ჩვენთვის აქვს კიდევ სხვა დატვირთვა, ამ ომით, არა ერთხელ ითქვა, რომ ხდება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დადგენილი წესების გადაწერა. ეს წესების ჩვენთვის არ არის აბსტრაქტული ცნება, ვინაიდან, საერთაშორისო ნორმები და სამართალი ლიდერებს შორის თამაშის წესების განმსაზღვრელი და ლიდერებს შორის, დიდ სახელმწიფოებს შორის თამაშის წესების განსაზღვრა, ამავე დროს, დამატებითი დაცვითი ზღუდე არის მცირერიცხოვანი ერებისათვის. თუ ეს წესები მოიშალა, თუ ყოველ ნებისმიერ მსხვილ სახელმწიფოს უფლება მიეცა, ერთპიროვნულად მოირგოს თამაშის წესები და გადაწეროს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის, როგორც მცირერიცხოვანი ერისათვის, ამას ძალიან შორს მიმავალი შედეგი ექნება," - ამბობს ვიქტორ ყიფიანი.

დღის ამბები