27 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
ჩვენი ინფორმაციით, რუსეთი უკრაინელებს ემუქრება ოჯახის წევრების დახოცვით, თუ ისინი არ დანებდებიან - ნედ პრაისი 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ნედ პრაისი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინმა ყველა მიზანს ვერ მიაღწია. მისი თქმით, მან ვერ გატეხა უკრაინელი ხალხის შეუპოვრობა. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ამბობს, რომ ამერიკა გვერდით უდგანან უკრაინელებს და მხარს უჭერს მათ ტერიტორიულ სუვერენიტეტს. 

მისივე თქმით, 2008 წელს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებას, ასევე საფრთხეს უქმნის მოლდოვას.

"ამერიკელი ხალხი გვერდით უდგას უკრაინელებს, რადგან ისინი არიან მსხვერპლი წინასწარ დადგმული სამხედრო თავდასხმისა, რუსეთის მხრიდან. ეს არის საშინელი თავდასხმა, რომელიც საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ეს არის სახიფათო მომენტი ევროპისათვის და ყველა იმ ადამიანისთვის ევროპის მასშტაბით, რომლებიც ყველაზე მეტად აფასებენ თავისუფლებას.

პუტინმა საფრთხე შეუქმნა გლობალურ უსაფრთხოებას და სტაბილურობას, მაგრამ პუტინმა ვერ მიაღწია ყველა მიზანს. ვერ გატეხა უკრაინელი ხალხის შეუპოვრობა, ჩვენ ვაქებთ უკრაინელებს თავიანთი გამბედაობისათვის, იმ პასუხისათვის, რომელიც მათ გასცეს აგრესორ კრემლს, ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინელმა ჯარისკაცების მოახდინეს ენით აღუწერელი სიმამაცის ჩვენება, როცა საქმე მიდგა მათი ტერიტორიების დაცვაზე.

კრემლი აგრძელებს დეზინფორმაციის და პროპაგანდის გამოყენებას, ცდილობს რეალობა განსხვავებულად წარმოაჩინოს. მოსკოვის იყენებს ტყუილებს, იმისათვის, რომ დაასუსტოს უკრაინის სამხედრო ძალები და ხალხი. ჩვენ ველოდებით დამატებით ანგარიშებს და ვიღებთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ემუქრება ოჯახის წევრების დახოცვით, თუკი ისინი არ დანებდებიან. ეს ტაქტიკა არის მიუღებელი, ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც ერთი ქვეყანა თავს ესხმის მეორეს. მოსკოვის მიერ უკრაინაზე თავდასხმა არის ერთგვარი სისტემის ქცევის ნაწილი. 2008 წელს ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებას, ასევე მოლდოვას უქმნის საფრთხეს.

ხვალ ამერიკის შეერთებული შტატები გამოაცხადებს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ფაქტია, რომ რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და უკრაინის ტერიტორიული სუვერენიტეტი. ყირიმი არის უკრაინის ნაწილი, ამერიკის შეერთებული შტატები მყარად დგას ამ პოზიციაზე," - აცხადებს ნედ პრაისი.  

დღის ამბები