27 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
კრემლი ცდილობს შეასუსტოს NATO-ს ​პოზიციები, ჩვენი პასუხი უნდა იყოს უფრო მეტი მხარდაჭერა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინას - სტოლტენბერგი

NATO-ს ​ გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მიმართ ალიანსის მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს.

მისი თქმით, NATO ყველაფერს გააკეთებს, რათა ყველა მოკავშირე დაიცვას. 

"ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა დავიცვათ ყოველი მოკავშირე და NATO-ს ტერიტორიის ყველა მტკაველი. ლიდერებმა დღეს დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით რომ აუცილებელია მხარი დავუჭიროთ უკრაინას. კრემლი ცდილობს რომ შეასუსტოს NATO-ს ​ პოზიციები მსოფლიოში. შესაბამისად, ჩვენი კოლექტიური რეაგირება და პასუხი უნდა იყოს უფრო მეტი მხარდაჭერა ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიც არის საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, რათა დავეხმაროთ მათ წარმატებით განახორციელონ დემოკრატიული რეფორმები და მიჰყვნენ იმ მომავალს, რომელიც თავად აარჩიეს. დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე კრიზისი ხაზს უსვამს აშშ-ისა და ევროპის მნიშვნელობას. NATO-ს ​ფარგლებში არ არსებობს უსაფრთხოების გარანტია ძლიერი ევროატლანტიკური ორგანიზაციის გარეშე," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დღის ამბები