27 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
"ჩვენ აქ ვართ კიევში, ჩვენ ვიცავთ უკრაინას" - ინფორმაცია ზელენსკის ბუნკერში გადაყვანის შესახებ ტყუილი აღმოჩნდა

"ჩვენ ყველანი აქ ვართ" - ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა ფეიკ ინფორმაციას მისი ევაკუაციის შესახებ. უკრაინის პრეზიდენტმა გააქარწყლა გავრცელებული ინფორმაცია მისი კიევიდან ევაკუაციის შესახებ. უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა პრეზიდენტის ოფისიდან გამოაქვეყნა.

ამასთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ვიდეოში მობილური ტელეფონი მოატრიალა დროის საჩვენებლად: 18:36 საათი.

მსგავსი მეთოდით ზელენსკიმ უარყო ინფორმაცია თითქოს და ის, კიევში რუსული ჯარების შემოსვლის გამო ბუნკერში გადაიყვანეს.

"საღამო მშვიდობისა. ფრაქციის ლიდერი აქ არის, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი აქ არის, პრემიერ-მინისტრი შმიგალი აქ არის, პოდოლიაკი აქ არის, პრეზიდენტიც აქ არის. ჩვენ ყველანი აქ ვართ, ჩვენი ჯარი აქ არის. მოქალაქეები აქ არიან. ჩვენ კიევში ვართ, ვიცავთ ჩვენს დამოუკიდებლობას, ვიცავთ ჩვენს ქვეყანას და ასე გაგრძელდება! დიდება ჩვენს დამცველებს! დიდება უკრაინას!" - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ თითქოს და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ოკუპანტების ჯარების შემოჭრის გამო ბუნკერში ჩავიდა.

დღის ამბები