პუტინისა და ლავროვის საბანკო ანგარიშების გაყინვა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო სხდომაზე უკვე გადაწყდა. სანამ ჟოზეფ ბორელი ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს, ინფორმაცია შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე დაადასტურა:
"ლავროვისა და პუტინისთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას მხარი დავუჭირეთ. რაც შეეხება SWIFT-ის თემას, ამაზე საუბარი გრძელდება, რადგან საკითხზე ერთიანობა არ არის. საბჭოს გადაწყვეტილებით, საკითხის იმპლემენტაციაზე ახლავე მოხდება, თუ არ შეჩერდება რუსეთი, მაშინ სანქციების დაწესებას გავაგრძელებთ,"- აცხადებს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანა ლინდე.
რუსეთის წევრობა ევროსაბჭოში შეჩერებულია. ევროკავშირმა დღეს, თავის ისტორიაში მკაცრი ზომები დააანონსა. პერსონალური სანქციები უწესდება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და მის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს. პირველი ცნობა ამის შესახებ, გავლენიან გამოცემებში გამოჩნდა, რის შემდეგაც, მოსალოდნელი სანქციები ავსტრიის კანცლერმაც დაადასტურა.