27 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
ბოლო ცნობები უკრაინიდან - სად არის გახსნილი ცეხლი, სად მიდის პოზიციური ბრძოლები და რა ვითარებაა ცხელ წერტილებში 

ორი დღის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე დაღუპულია 2 800 რუსი სამხედრო. განადგურებულია:

რუსეთის 80-მდე ტანკი, 516 - საბრძოლო ჯავშან მანქანა, 10 მოიერიშე თვითმფრინავი და 7 სამხედრო ვერტმფრენი.

ამ წუთებში ბრძოლები მიდის ქალაქ უმანში და ჩერნიგოვში, რომელიც რუსულმა ჯარმა ალყაში მოაქცია. ქალაქ ნიკოლაევში კი, საოკუპაციო ჯარის დესანტის გადასხმის მცდელობაა. და ბოლო ცნობა უკრაინიდან, იბომბება ქალაქი ხარკოვი.

ვინაიდან რუსული დივერსიული ჯგუფები მათ შორის სამხედრო ტექნიკითაც კი დღეს გამოჩდნენ უკრაინის დედაქალაქის გარეუბანში, უკრაინელმა სამხედროებმა მიიღეს გადაწყვეტილება კიევიდან ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებაზე 3 ხიდი აეფეთქებინათ, რათა ამ მიმართულებიდან არ მოხდეს საოკუპაციო ძალების შემოჭრა. დედაქალაქის ყველა რაიონში ეროვნული გვარდიის ნაწილებმა დაიწყეს, უკვე შეიძლება დაზუსტებით ვთქვათ რომ კიევი თავდაცვის რეჟიმში გადავიდა.

კიევთან ახლოს დღეს არაერთი მძიმე ბრძოლის გადატანა მოუხდათ უკრაინელ სამხედროებს, რუსული არმიის სხვადასხვა ნაწილები ცდილობენ უკრაინის დედაქალაქისკენ ფართომასშტაბიანი შეტევისთვის გზა გახსნან, მოწინააღმდეგის მძიმე ტექნიკის წინააღმდეგ გამკლავება დღეს უკრაინელებს კიევთან ახლოს მდებარე ივანკოვთან უწევდათ. შეტაკებები რუსული არმიის დიდი დანაკარგებით მიმდინარეობს ასევე დიმერთან და გოსტეპოლთან, რომლის აეროდრომის აღება რუსმა სპეცრაზმელებმა რამდენჯერმე სცადეს, საბოლოო ჯამში კი ასზე მეტი გარდაცვლილი და რამდენიმე ტყვედ ჩავარდნილი სამხედრო მიიღეს.

ვინაიდან ვსაუბრობთ გოსტემელზე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ამ ქალაქის აეროდრომის აღება როგორც აღმოჩნდა რუსულ არმიას სჭირდებოდა საჰაერო დესანტის გადმოსასხმელად. დღეს უკრაინის გენშტაბმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ რომ ბელარუსის ქალაქ გომელში რამდენიმე რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი დაჯდა და გადმოსხა სადესანტო ძალები, თავდაპირველად ეს თვითმფრინავები უნდა დამჯდარიყვნენ სწორედ გოსტელის აეროდრომზე და დაეწყოთ შეტევა დედაქალაქზე, თუმცა უკრაინულმა არმიამ დააზიანა ასაფრენი ბილიკი. ახლა უკრაინა ბელარუსიდან რუსი მედესანტეების მორიგ შემოჭრას ელოდება.

შეიძლება ითქვას, რომ ახლა ცეცხლის ალშია გახვეული მელიტოპოლი სადაც ბრძოლები არ წყდება, უკრაინელი სამხედროები ცდილობენ შეაჩერონ უკრაინული სატანკო დანაყოფების შეტევა ჩერნიგოვთანაც, დასავლელი პარტნიორებისგან მიღებული თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით უკრაინელებმა რამდენიმე ჯავშანმანქანა და ტანკი გაანადგურეს.

სატანკო შეტევა შეაჩერეს უკრაინელმა სამხედროებმა სტარობელკსკთანაც, ვინიცასთან კი მოახერხეს ფრთოსანი რაკეტის ჩამოგდება რომელსაც ქალაქთან მდებარე აეროდრომი ჰქონდა სამიზნეში ამოღებული.

საგანგაშო ვითარებაა ჩერნობილის ატომური სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მას შემდეგ რაც გაჩერებულ სადგურზე რუსი სამხედროები შეიჭრნენ გაჟონა რადიაციამ და მისმა დონემ ისეთ ნიშნულს მიაღწია რაც 1986 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

რუსეთის საოკუპაციო ძალები ტრადიციულად არ ინდობენ მშვიდობიან მოსახლეობას, დღეს კიევის ოლქის ქალაქ ვორზელში მდებარე ბავშვთა სახლს რუსული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის ჭურვის რამდენიმე ნამსხვრევი მოხვდა, დაბომბვის დროს შენობაში 50 ბავშვი იმყოფებოდა. ახტირკაში კი ასევე საარტილერიო დაბომბვის შედეგად ნამსხვრევები მოხვდა საბავშვო ბაღს, დაიჭრა 13 ბავშვი, 3 მათგანის მდგომარეობა არის მძიმე.

რაც შეეხება მარიოპოლს, აქ საარტილერიო დაბომბვები არ წყდება, სხვადასხვა ტიპის დაზიანება მიიღო 30-მა მშვიდობიანმა მოქალაქემ.

დღის ამბები