27 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
ათასობით ადამიანი რომელიც 1 დღეში დევნილად იქცა - რომელ ქვეყნებს აფარებენ თავს დაბომბილი უკრაინიდან გაქცეული მოქალაქეები 

რუსულმა აგრესიამ, საკუთარი, ოჯახის წევრების სიცოცხლის ხელყოფის შიშმა და დაუცველობის განცდამ, უკრაინელი ხალხის ნაწილი, მძიმე გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. ავტომობილების კოლონა, უკრაინის მეგობარი, მეზობელი ქვეყნების მიმართულებით, თავშესაფრის მიღების მოლოდინით მიემართება.

ველოსიპედებითა და ფეხით მიდიან უკრაინელი ხანდაზმულები უნგრეთის საზღვართან და მეზობელ სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ. ოფიციალური ბუდაპეშტი ამბობს, რომ უკრაინა 150 000 უნგრელის სამშობლოც არის და მადლობის ნიშნად ლტოლვილებს მიიღებს. 

ოკუპანტის ტყვეობაში მოქცეულები, ეძებენ კითხვაზე პასუხის - თუ რატომ შეიჭრა რუსეთი მათ კუთვნილ ტერიტორიაზე და რატომ დაიწყო ომი. პასუხების მიღებამდე კი, შვილებთან ერთად, თავის დაცვას ცდილობენ.

უკრაინა-პოლონეთის სახმელეთო საზღვარზე, უკრაინიდან ხალხის დიდი ნაკადი, სამხრეთ პოლონეთის მიმართულებით გადაადგილდება. ყველა მათგანი უკრაინის დატოვებას და პოლონეთში თავშესაფარს ითხოვს. უკრაინელები დახმარების მოლოდინში არიან.

პოლონეთის გარდა, უკრაინელები დახმარებას თხოვენ რუმინელებსაც, ოფიციალურმა ბუქარესტმა თქვა, რომ მზად არის 500 ათასი ლტოლვილი შეიფაროს. უკრაინელების გარდა, დახმარებას ითხოვენ ომში მოხვედრილი საქართველოს ის მოქალაქეებიც, რომლებიც დილიდან რუმინეთის საზღვრისკენ ავტომობილების კოლონას მიყვებიან.

საერთაშორიო მედია ავრცელებს კადრებს, თუ როგორ ემზადებიან წითელი ჯვრის წარმომადგენლები ლტოლვილების დასახვედრად. კადრებში ასახულია პირველადი დახმარების და ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთი. მომარაგებულია წყალი, საკვები და მედიკამენტები.

უკრაინას 7 სახელმწიფო ესაზღვრება, 5 მეგობარ ქვეყანასთან, "თეთრმა სახლმა" მოლაპარაკებები შესაბამისი დახმარების გასაწევად დაიწყო. თუმცა პრეზიდენტის პრესმდივანი ვარაუდობს, რომ ლტოლვილთა ყველაზე დიდი ნაკადი პოლონეთს მიადგება. ამერიკის შეერთებული შტატები ლტოლვილთა მისაღებად მზადყოფნას გამოთქვას.

საერთაშორისო მედიის ცნობით, გასული ღამის ჩათვლით, პოლონეთმა 110 ათასზე მეტი უკრაინელი მიიღო. უკრაინული მედია ადგილობრივ ექსპერტებზე დაყრდნობით არ გამორიცხავს, რომ დახმარება მილიონამდე ადამიანმა ითხოვოს.

დღის ამბები