27 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
"სამ სიტყვაზე გაშვებული" ოკუპანტი და 13 უკრაინელი მესაზღვრე, რომელმაც დანებებას სიკვდილი არჩია - ზმეინიზე კვლავ უკრაინული დროშა ფრიალებს

გმირობის მაგალითები, რომელიც უკრაინაში ორი დღის განმავლობაში მოხდა და რომელიც სამუდამოდ დარჩება არა მხოლოდ უკრაინის ისტორიაში - სამ სიტყვიანი ცნობილი ფრაზით უკრაინულმა სამხედროებმა ერთ ადგილას გაუშვეს რუსული სამხედრო ხომალდი, რომელმაც მათ იარაღის დაყრა და დანებება მოთხოვა.

კუნძულ ზმეინიზე გამაგრებულ უკრაინელ საზღვრის მცველებს რუსული სამხედრო ხომალდის ეკიპაჟმა შემდეგი წინადადებით მიმართა - "გთავაზობთ, დაყაროთ იარაღი და ჩაბარდეთ, თორემ ცეცხლს გავხსნით," მესაზღვრეებმა რომლებიც კუნძულს რუსული ფლოტისა და ავიაციის შეტევისგან თითქმის 12 საათის განმავლობაში იცავდნენ, დანებებაზე უარი განაცხადეს, ამ დიალოგიდან რამდენიმე წუთში კუნძულთან კავშირი გაწყდა, დღის ბოლოს კი ცნობილი გახდა რომ ცამეტივე კუნძულის მცველი რუსულ აგრესიას შეეწირა.

დაღუპულ მესაზღვრეებს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ "უკრაინის გმირის" წოდება მიანიჭა. დღეს უკრაინელებმა კუნძული რომლის დაცვას უკრაინელი მესაზღვრეები შეეწირნენ ბრძოლით დაიბრუნა და ზმეინიზე კვლავ უკრაინული დროშა ფრიალებს.

დღის ამბები