27 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
ბანკებიდან გატანილი 111 მილიარდი რუბლი და სანქცირებულთა "შავი სია" - რა ზიანი მიადგა ფინანსურ იზოლაციაში მოქცეულ რუსეთს

ომის დაწყების დღეს რუსული ბანკებიდან რუსეთის მოქალაქეების მიერ 111 მილიარდი რუბლია გატანილი. უკრაინაზე თავდასხმამ უკვე სერიოზული ზიანი მიაყენა ფედერაციის ეკონომიკას და ბიზნესს. ეროვნული ვალუტის დევალვაციას მალევე უნდა მოჰყვეს ფასების ზრდა.

შეერთებული შტატები რუსეთის საბანკო აქტივების 80 პროცენტზე ააწესებს სანქციებს.

შავ სიაშია: ვითიბი, გაზპრომის ბანკი და სბერბანკი სადაც რუსეთის მთელი ფინანსური აქტივების მესამედი ინახება.

ამერიკულ და ბრიტანულდ ბანკებში დეპოზიტზე ლიმიტები უწესდება რუსეთის ყველა მოქალაქეს.

ვლადიმერ პუტინის ქმედებები რომ უპასუხოდ არ უნდა დარჩეს, ამ საკითხზე დასავლეთი შეთანხმებულია. ეკონომიკური სანქციები კი მსოფლიო ლიდერების აზრით, შექმნილ ვითარებაში რუსეთის შესაჩერებლად ეფექტური ბერკეტია. ჯო ბაიდენმა რუსეთს ახალი სანქციები უკვე დაუწესა. რუსეთს შეეზღუდება შესაძლებლობა აწარმოოს ბიზნესი დოლარში, ევროში, ფუნტში და იენში. აშშ ასევე სანქციებს იმ რუსულ ბანკებსაც უწესებს, რომელებიც ერთი ტრილიონი დოლარის აქტივებს ფლობენ.

ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, რა ნეგატიური შედეგების მომტანი იქნება რუსეთისთვის უკვე დაწესებული სანქციები. ეკონომიკურ წრეებში საუბრობენ, რომ უახლოეს დღეებში შესაძლებელია, შეზღუდვებმა რუსეთში ფასების ზრდა გამოიწვიოს. მოსალოდნელ გამოწვევებზე ესაუბრა სავარაუდოდ ვლადიმერ პუტინი ბიზნესმენებს, როდესც უკრაინაში შეჭრას "იძულებითი ზომა" უწოდა.

უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთის მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის, თუმცა პარტნიორების ქმედებებს, რუსეთის აგრესიის საპასუხოდ არასაკმარისად მიიჩნევს. ამიტომ ის საერთაშორისო საზოგადოებას უფრო აქტიური ქმედებებისკენ მოუწოდებს.

სანქციების ჩამონათვალი, რომლის მიზანი პირველ რიგში რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენებაა, შესაძლოა უფრო მრავალფეროვანი გახდეს - ეს დაადასტურეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა. პარიზში შეკრებილი უწყებების ხელმძღვანელებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ მათი მიზანი რუსეთის ფინანსური იზოლაციაა.

დღის ამბები