27 ნოემბერი 2024,   22:51
ვრცლად
თავდასხმები საბავშვო ბაღებსა და ბავშვთა სახლებზე რომის სტატუტის დარღვევაა - კულება რუსეთის წინაღმდეგ ფაქტებს ჰააგას სასამართლოს გადასცემს 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, ოკუპანტების მიერ საბავშვო ბაღის (ახტირკაში) და ბავშვთა სახლის (ვორზელში) დაბომბვას დანაშაული უწოდა. მან აღნიშნა, რომ ოკუპანტების ჰააგის სასამართლო ემუქრებათ.

"რუსეთის დღევანდელი თავდასხმები საბავშვო ბაღებსა და ბავშვთა სახლებზე ომის დანაშაული და რომის სტატუტის დარღვევაა. გენერალურ პროკურატურასთან ერთად ვაგროვებთ ამ და სხვა მასალებს, რომლებსაც დაუყოვნებლივ გადავცემთ ჰააგას. პასუხისმგებლობა გარდაუვალია," - აცხადებს დმიტრო კულება.

დღის ამბები