27 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
პუტინის მიზანი კიევში შესვლაა, ის შეეცდება დაამხოს უკრაინის მთავრობა - ენტონი ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ვარაუდობს, რომ რუსული ჯარები კიევში შევლენ. ენტონი ბლინკენმა "ეიბისი ნიუსთან" ინტერვიუში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, კრემლის მიზანი უკრაინის მთავრობის დამხობაა.

"ჩვენ ვხედავთ, რა ემართება რუსულ ვალუტას, მოსკოვი ყოველ ჯერზე უფრო მტკივნეულ ნაბიჯებს მიიღებს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ სანქციები იმუშავებს. პუტინის მიზანი კიევში შესვლაა. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეეცდება დაამხოს უკრაინის მთავრობა, ამას უკრაინა რუსული სამხედრო აგრესიის მეორე დღეს ელის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას გააკეთებს. უკრაინელები მტკიცედ გაუწევენ წინააღმდეგობას რუსეთს იმისათვის, რომ არ მისცენ საშუალება წაართვან სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა,"-აცხადებს ბლინკენი. 
 
 
დღის ამბები