27 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
ჰაკერები რუსეთს კიბერ ომს უცხადებენ - Anonymous-მა რამდენიმე რუსული სამთავრობო ვებგვერდი გათიშა

ჰაკერული კოლექტივი "Anonymous" რუსეთს ოფიციალურად უცხადებს კიბერ ომს - ამის შესახებ ინფორმაცია მათ "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე განათავსეს.

შედეგად, უკვე გაითიშა რამდენიმე რუსული სახელისუფლებო საიტი და ასევე სახელმწიფო პროპაგანდის გამავრცელებელი RT News-ის ვებგვერდი.

Anonymous-ი დეცენტრალიზებული, კიბერ-აქტივისტების საერთაშორისო ჰაკერული ორგანიზაციაა, რომელიც ცნობილია თავისი შეტევებით სხვადასხვა მთავრობასა და ორგანიზაციაზე. Anonymous-ი იბრძვის ISIS-ის და ბავშვთა ტრეფიკინგის წინააღმდეგაც.

ავტორი: დაჩი წურწუმია

 
დღის ამბები