27 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
უკრაინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან - რუსთაველის გამზირზე "ცოცხალი ჯაჭვი" უნდა შეიკრას

რესპუბლიკის მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ამ წუთებში, აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მიემართებიან. აქციის ორგანიზატორია პოლიტიკური მოძრაობა "დროა", თუმცა მას შეუერთდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები "ლელო", "გირჩი", ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო", ასევე "სირცხვილიას" და "შეცვალეს" აქტივისტები.

აქციის მონაწილეებს უჭირავთ უკრაინის დროშები და ისმის უკრაინის ჰიმნი. აქციას უერთდებიან ბაიკერებიც, რომლებიც აპირებენ მივიდნენ იუნკერების მემორიალთან, ხოლო აქციის სხვა მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი უნდა შეკრან. 

"შეუძლებელია, რომ 2022 წელს გამეორდეს 1921, იმიტომ, რომ მსოფლიო არის სხვა, მსოფლიო არის ძლიერი, ცივილიზებული, უკრაინის და თავისუფლების სადარაჯოზე,"-აცხადებს ელენე ხოშტარია.

აქციაზე იმყოფება "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერიაც. 

"ჩვენ თუ გვსურს ჩვენი თავისუფლება, ჩვენი ღირსეული, უსაფრთხო ცხოვრება, ჩვენი ვალია ჩვენი მხარდაჭერა გამოვხატოთ უკრაინის მიმართ და ამ საკითხში ყველა ის, ვინც საწინააღმდეგოს ქადაგებს, პოლიტიკურ კეთროვანებად ვაქციოთ,"- აცხადებს ბოკერია.

დღის ამბები