27 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
რუსეთმა უნდა დაასრულოს მისი სამხედრო ოპერაცია დაუყოვნებლივ - საფრანგეთის პრეზიდენტი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა - ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში აცხადებს, რომ საფრანგეთი მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას უკრაინასთან დაკავშირებით და მოუწოდებს რუსეთს, დაასრულოს სამხედრო ოპერაცია.

"საფრანგეთი მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას, აწარმოოს ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთმა უნდა დაასრულოს მისი სამხედრო ოპერაცია დაუყოვნებლივ. საფრანგეთი სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. ის დგას უკრაინელებთან და მუშაობს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ომის დასასრულებლად," - წერს ემანუელ მაკრონი "ტვიტერის" გვერდზე.

დღის ამბები