27 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
პანიკას ნუ ავყვებით, თუ შეგიძლიათ დარჩით სახლში, არმია მზადყოფნაშია ჩვენ გავიმარჯვებთ - ვოლოდიმირ ზელენსკი

ცოტა ხნის წინ დასრულდა ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი. უკრაინული მედია ავრცელებს ვიდეოსაც, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი მთელი ქვეყნის მასშტაბით საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ იუწყება. ზელენსკი მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. 

"ძვირფასო უკრაინის მოქალაქეებო, დღეს პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაცია გამოაცხადა, რუსეთმა დარტყმები განახორციელა ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურაზე. აფეთქებების ხმა ისმოდა უკრაინის ბევრ ქალაქში. ვაცხადებთ საომარ მდგომარეობას ჩვენი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ერთი წუთის წინ ვესაუბრე პრეზიდენტ ბაიდენს. შეერთებულმა შტატებმა უკვე დაიწყო საერთაშორისო დახმარების გაერთიანება.

დღეს უნდა შეინარჩუნოთ სიმშვიდე, თუ შეგიძლიათ დარჩით სახლში, ჩვენ ვმუშაობთ, არმია მზადყოფნაშია. მთელი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორი მუშაობს. პანიკას ნუ ავყვებით, ჩვენ ძლიერები ვართ მზად ვართ ყველაფრისთვის, ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ვართ უკრაინა," - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები