საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი იმ ორგანიზაციებსა და პირებს ასახელებს, ვინც რუსეთისთვის დაწესებული სანქციის სიაში შევა:
"სანქციების სიაში შევა 351 რუსი დეპუტატი, ვინც საერთაშორისო სამართლის ამგვარ დარღვევას დაუჭირა მხარი. აგრეთვე, 27 ინდივიდი თუ ორგანიზაცია, რომლებიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირის გამოთხრაში მონაწილეობს. ეს ეხებათ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომლებიც ფინანსურ და მატერიალურ დახმარებას ეწევიან ამ საქმეში. სანქცირდება თავდაცვის სექტორიც, უკრაინაში შეჭრასა და დესტაბილიზაციაში გაწეული წვლილისთვის, ბანკები, რომლებიც მათ ოპერირებას აფინანსებენ. ყირიმის მსგავსად, ჩვენი სანქციების სამიზნეა ორი სეპარატისტული რეგიონიც. რუსეთის მთავრობას კი არ ექნება წვდომა ჩვენს ბაზარსა და კაპიტალზე, მათ შორის, ვზღუდავთ წვდომას სუვერენულ ვალზეც," - აცხადებს ჟოზეფ ბორელი.