27 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
დღეს ვართ დამოუკიდებელი, მაგრამ ჩვენი მთავარი საზრუნავი, მთავარი ოცნება ქვეყნის გამთლიანებაა - პრემიერ-მინისტრი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავარი მიზანი ქვეყნის გამთლიანება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სუვერენიტეტის განმტკიცებაა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის სასახლეში, 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

"ამ მოვლენამ შეცვალა ჩვენი ქვეყნის მაშინდელი ისტორია. მოვლენამ, რომელმაც პრაქტიკულად მოწყვიტა ჩვენი ქვეყანა რეალური განვითარების ტემპს, პროცესებს და დიდი ხნის განმავლობაში დაგვაშორა საერთო ევროპულ ოჯახს. ამ დღეს სწორედ გმირმა ახალგაზრდებმა, იუნკრებმა დაგვიტოვეს მაგალითი, რომელიც დღესაც სახელმძღვანელოდ რჩება მრავალი თაობისთვის. ერთი საუკუნის შემდეგ ჩვენ დღეს ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ჩვენი მთავარი საზრუნავი, მთავარი ოცნება, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება და აღდგენა. ამას რა თქმა უნდა, ერთობლივი ძალისხმევა, ჩვენი ერის გამთლიანება სჭირდება, რომლის გარეშე პრაქტიკულად მიუღწეველია თითოეული მოქალაქის ეს ოცნება. მჯერა, რომ გზა თავისუფლებისკენ, ქვეყნის გაერთიანებისკენ გადის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობაზე, ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაზე, სიმშვიდეზე და ჩვენი ერის გაერთიანებაზე. ამიტომაც, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმ იდეალებისკენ სწრაფვა, რომელიც იუნკრების იყო. ეს იყო ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი საქართველო," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები