27 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
"რაც ვლადიმერ პუტინს აჩერებს, მხოლოდ ჩვენი ერთიანობა და სიმტკიცეა" - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის შეჩერება მხოლოდ ერთიანობას და სიმტკიცეს შეუძლია.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთის შეკავებისთვის ორი გეგმა არსებობს, ერთი არის დიპლომატიის გამოყენება და თუ ეს არ გამოვა, კულებას თქმით, უკრაინა საკუთარი მიწისთვის იბრძოლებს. 

"რაც ვლადიმერ პუტინს აჩერებს, მხოლოდ ჩვენი ერთიანობა და სიმტკიცეა. შეგვიძლია მისი შეჩერება. ჩვენ გვაქვს ორი გეგმა. გეგმა "ა" არის დიპლომატიის ყველა ინსტრუმენტის გამოყენება რუსეთის შეკავებისა და შემდგომი ესკალაციის პრევენციისთვის და თუ ეს არ გამოვა, გეგმა "ბ" არის ბრძოლა ჩვენი მიწის ყოველი სანტიმეტრისთვის, ყველა ქალაქისა და სოფლისთვის. მერე, რა თქმა უნდა, ბრძოლა გამარჯვებამდე," - აცხადებს დმიტრო კულება.

პარალელურად, სერგეი ლავროვსა და ენტონი ბლინკენს შორის ჟენევაში ხვალ დაგეგმილი შეხვედრა გაუქმებულია. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ შეხვედრა იმ შემთვევაში შედგებოდა, თუკი რუსეთი არ შეიჭრებოდა უკრაინაში. 

"გასულ კვირას დავთანხმდი, რომ 24 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდებოდი, რათა განგვეხილა ჩვენი ქვეყნების წუხილები ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ შეიჭრებოდა უკრაინაში. ახლა, როცა ვხედავთ, რომ იწყება უკრაინაში შეჭრა და რუსეთმა ნათლად აჩვენა დიპლომატიის სრული უარყოფა, ამ დროისთვის აზრი აღარ აქვს შეხვედრის გამართვას. მე კონსულტაცია გავიარე ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან და ამაზე ყველა თანხმდება. ასევე დღეს საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს წერილი გავუგზავნე, რომელშიც გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობე,“ - აცხადებს სერგეი ლავროვი.

დღის ამბები