27 ნოემბერი 2024,   22:53
ვრცლად
თუ რუსეთი არ გაიყვანს ჯარებს ბელარუსიდან, მოხდება ამერიკული ჯარების გადაყვანა ბალტიისპირეთში - ბაიდენმა სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა

ვლადიმირ პუტინი ქმნის საფუძველს უკრაინაში შემდგომი შესვლისთვის. მან ამის ნებართვა დუმას სთხოვა, - განაცხადა ბაიდენმა. მან დონეცკისა და ლუგანსკის ე,წ რესპუბლიკების აღიარებას უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასაწყისი უწოდა. მან ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის დახმარებას თავდაცვის სფეროში.

ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გავლენას მოახდენს რუსეთის ფედერაციის სუვერენულ ვალზე, ორი ბანკსა და რუსული ელიტაზე. მთლიანად დაბლოკილია ორი ბანკი WAB და Military Bank. რუსეთის ფედერაცია ვერ შეძლებს მსოფლიო ბაზრებზე ობლიგაციებით ვაჭრობას და სესხების მიღებას.

"აშშ-ს არ აქვს რუსეთის ფედერაციასთან ბრძოლის სურვილი, მაგრამ ის დაიცავს ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს. თუ რუსეთი არ გაიყვანს ჯარებს ბელარუსიდან, მოხდება ამერიკული ჯარების გადაყვანა ბალტიისპირეთში," - განაცხადა ბაიდენმა.

დღის ამბები