27 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია "თელასის"ცნობით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო დღეს, 23 თებერვალს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ქუჩების ჩამონათვალი:

ნაძალადევის რაიონი - გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქსნის, ფეიქართა და ფრანგიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი - გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ლამბერტის, ტილკეს, მონპერეს, კასტელის, შმერლინგის, კლაპროთის, რაინეგსის და სტივენის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ხომლის, ამაშუკელის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მოსახლეობას.

ამავე მიზეზით, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდი დიღმის IV მიკრორაიონის და დემეტრე თავდადებულის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი - გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, გობრონიძის, გაბაშვილის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.

ხოლო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის IIIა მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი - გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ვაკის რაიონი - ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის, ყიფშიძის, თამარაშვილის, უნივერსიტეტის, მიშველაძის და გივი სვანიძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დღის ამბები