კრემლში კოვიდ-მაგიდის შემდეგ კოვიდ-ხალიჩა გამოჩნდა. რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტისა და საფრანგეთის პრეზიდენტის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი დასამახსოვრებელი მომენტი გრძელი მაგიდა გახდა, რომელსაც ვლადიმირ პუტინი და ემანუელ მაკრონი უსხდნენ უკრაინის საკითხზე მსჯელობისას. პრეზიდენტებს შორის ამხელა დისტანცია შემდგომში აიხსნა იმით, რომ საფრანგეთის ლიდერმა რუსული კოვიდტესტის გაკეთებისგან თავი შეიკავა.
დღეს კი რუსულ მედიაში გამოჩნდა აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ფოტო, ამჯერად პრეზიდენტებს შორის დისტანციას არა მაგიდა, არამედ ხალიჩა უზრუნველყოფს. ილჰამ ალიევი და ვლადიმირ პუტინი გრძელი ხალიჩის თავში და ბოლოში დგანან შამპანურის ჭიქებით.