27 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
მინსკის შეთანხმება აღარ არსებობს - ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მინსკის შეთანხმება, რომლის თანახმად კიევი და მოსკოვი აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ აღარ არსებობს. ვლადიმირ პუტინი ამაში ოფიციალურ კიევს ადანაშაულებს.

"ახლა მინსკის შეთანხმება არ არსებობს. კიევის ამჟამინდელი ხელისუფლების ძალისხმევით ყველაფერი ნულამდე იქნა დაყვანილი. მინსკის შეთანხმება იქნა მოკლული რესპუბლიკების გუშინდელ აღიარებამდე დიდი ხნით ადრე - და არა ჩვენ მიერ და არა ამ რესპუბლიკების წარმომადგენლების მიერ, არამედ კიევის ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ," - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

დღის ამბები