27 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
დაძლეული გამოწვევები და ახალი გეგმები - ირაკლი ღარიბაშვილის ერთი წელი მთავრობის მეთაურის პოსტზე 

როგორი იყო ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის ერთი წელი - მთავრობის მეთაურის პოსტზე საქმიანობა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკური კრიზისის ფონზე დაიწყო. შესაბამისად მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სტაბილური გარემოს შექმნა განისაზღვრა.

ხმაურიანი გადაწყვეტილებებისა და დასავლელი პარტნიორების მედიააციით, საბოლოოდ მოლაპარაკება შედგა და პარლამენტმა საქმიანობა სრულფასოვნად გააგრძელა.

რაც შეეხება ეკონომიკას, ეს კიდევ ერთი დამატებითი გამოწვევა იყო პრემიერისთვის, თუმცა გაზაფხულიდან ეკონომიკური ზრდა ორნიშნა მაჩვენებელში გადავიდა და 11%-ს მიუახლოვდა.

ლარის კურსის გამყარება, თითქის 60 თეთრით, საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება, ექსპორტის გაზრდა, ტურიზმის განვითარება – ეს პარამეტრები ახლა მთავრობის წევრებისთვის, ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების მყარ საფუძველს ქმნის.

აღსანიშნავია, რომ ღარიბაშვილის პირადი ჩართულობით, საქართველოში 5 მილიონამდე ვაქცინა შემოვიდა.

ამასთან, საქართველოში ბაზარი იაფი მედიკამენტებისთვისაც გაიხსნება. გადაწყვეტილება პრემიერმა რამდენიმე თვის წინ მიიღო.

2021 წელი შედეგიანი იყო ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით. სამინისტროს ინფორმაციით 6500 მიმდინარე პროექტიდან 5600 უკვე დასრულებულია. ამ პროექტებისთვის 2,9 მილიარდი ლარი დაიხარჯა. სკოლებისა და საბავშო ბაღების მშენებლობასთან ერთად, პრიორიტეტულია საგზაო მაგისტრალების მოწყობა.

შიდა გამოწვევებთან ერთად, გასული წელი საქართველოსთვის საგარეო მიმართულებითაც მნიშვნელოვანი იყო. რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით ქვეყანა სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებას განაგრძობს.

ქვეყნის პოლიტიკური კურსის განსაზღვრისთვის გადამწყვეტი იყო 2021 წელს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნები. აქტიური საარჩევნო კამპანიის შემდეგ მმართველმა გუნდმა გამარჯვება მოიპოვა.

დღის ამბები