27 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
პუტინი უკრაინისგან ყირიმის რეფერენდუმის შედეგის აღიარებას და სამხედრო ნეიტრალიტეტს ითხოვს - მან განმარტა, რა საზღვრებში აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები

უკრაინაში სიტუაციის გრძელვადიანი მოგვარება დამოკიდებულია ყირიმსა და სევასტოპოლში მცხოვრები ხალხის ნების აღიარებაზე. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის დემილიტარიზაციის მომხრეა. მისი თქმით, საკითხის საუკეთესო გადაწყვეტა იქნება, თუ თავად უკრაინის ხელისუფლება იტყვის უარს ნატოში გაწევრიანებაზე და დაიცავს ნეიტრალიტეტს.

პრესკონფერენციაზე პუტინმა ასევე უპასუხა კითხვებს იმის შესახებ, თუ რა საზღვრებში აღიარა რუსეთმა თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ რესპუბლიკები და შეეხო რუსული ჯარების საზღვარგარეთ გამოყენების შესახებ კანონს, რომელიც რუსეთის ფედერაციის საბჭომ 22 თებერვალს პრეზიდენტის მოთხოვნით დაამტკიცა.

პუტინის თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკები აღიარებულ იქნა დონეცკის და ლუგანსკის ოლქების იმ საზღვრებში, რა საზღვრებითაც ისინი უკრაინის შემადგენლობაში იყვნენ.

აღნიშნულ ე.წ რესპუბლიკებში რუსული ჯარების შეყვანაზე საუბრისას პუტინმა თქვა, რომ ისინი დონბასში "ახლავე" არ წავლენ. მისი თქმით, რუსეთის ქმედებები ადგილზე სიტუაციის განვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

დღის ამბები