27 ნოემბერი 2024,   22:54
ვრცლად
"დეჟა ვუს შეგრძნება მაქვს" - რა კავშირს ხედავს სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის ომსა და უკრაინის ახლანდელ მოვლენებს შორის 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში ამ წუთებში საერთაშორისო მედიას ხვდება. განხილვის ძირითადი საკითხი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებია. 

ხედავს თუ არა იგივე სცენარს უკრაინაში, რაც იყო საქართველოში 2008 წელს - პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მას - დეჟა ვუს შეგრძნება აქვს, თუმცა გარკვეული განსხვავება მაინც არსებობს.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის მიმართ ევროპის მასშტაბით, საერთაშორისო ზეწოლის გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა.

"რაღაცნაირი დეჟავუს შეგრძნება მაქვს. განსხვავება, რა თქმა უნდა, არსებობს სცენარებს შორის, მაგრამ მიმაჩნია, რომ რუსეთი 2008 წელს არ იყო ზუსტად ისეთი, როგორც 2022-ში. ელემენტები აშკარაა განსხვავების.

რუსეთი მიდის პირდაპირ ანექსიის გზით, წინასწარი შესავლის გარეშე და დეკლარაცია იმისა, რაც გუშინ ბატონმა პუტინმა განაცხადა ყველასთვის იყო შემაშფოთებელი. არამხოლოდ საქართველო გრძნობს ამას, მთელი ევროპა ასე გრძნობს. მთელი ევროპისთვის გასაზიარებელია პრეზიდენტ ზელენსკის პოზიცია, მთელი ევროპა უნდა აცნობიერებდეს,რომ არამარტო საქართველო ან უკრაინა არის ყურადღების ცენტრში, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა ასეა," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

დღის ამბები