27 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
მორიგი უვადო შიმშილობა, ამჯერად უცხოეთში მკურნალობის მოთხოვნით - როგორ აფასებენ მიხეილ სააკაშვილის პროტესტს პოლიტიკოსები

მიხეილ სააკაშვილმა უკვე ხელმეორედ, ამჯერად უცხოეთში მკურნალობის მოთხოვნით, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში უვადო შიმშილობა დაიწყო. პროტესტის პირველივე დღეს ყოფილი პრეზიდენტი თანამოაზრეებმა და ადვოკატებმა მოინახულეს, მათი თქმით, სააკაშვილი ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.

სააკაშვილმა შიმშილობის შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება, გუშინ საქალაქო სასამართლოში გაახმოვანა. ოპოზიციის გარკვეული ნაწილი პროტესტის ამ ფორმას ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის საკითხის აქტუალობის დაკარგვით ხსნის, პარტიების მეორე ნაწილი კი ხელისუფლებას მოუწოდებს სააკაშვილის შესაბამისი მკურნალობა უზრუნველყოს.

მმართველ პარტიაში კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ სასჯელაღსრულების პენიტენციური დაწესებულება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას სრულად აკონტროლებს. სახელისუფლებო გუნდი სააკაშვილის შიმშილობის მიზეზებზეც საუბრობს, მათი თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა პროტესტის ამ ფორმას პოლიტიკურ დღის წესრიგში დასაბრუნებლად მიმართა.

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა უკვე მეორედ დაიწყო, პროტესტის ამ ფორმას მან პირველად საქართველოში უკანონოდ შემოსვლისა და დაკავების შემდეგ მიმართა. 50 დღიანი შიმშილობა ყოფილმა პრეზიდენტმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, 19 ნოემბერს შეწყვიტა.

დღის ამბები