რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი ევროპაში გაზის გაძვირებას წინასწარმეტყველებს. გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის გაზსადენის Nord Stream 2-ის სერტიფიცირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას მედვედევი ტვიტერზე გამოეხმაურა
"მაშ კარგი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ სამყაროში, რომელშიც ევროპელებს მალე მოუწევთ 1000 კუბურ მეტრ გაზში 2000 ევროს გადახდა," - წერს მედვედევი ტვიტერში.