ნაძალადევის რაიონში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. ქუჩაზე მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მათ შორის, წყალმომარაგებისა და გაზმომარაგების ქსელები. მოეწყო სანიაღვრე და მიწის ქვეშა საჰაერო სისტემა.
1200 მეტრის სიგრძის საავტომობილო გზაზე დაიგო ასფალტის საფარი და მოეწყო ტროტუარები.
"ამ პროექტის ფარგლებში მთლიანად იქნა შეცვლილი მიწისქვეშა კომუნიკაციები, ახალი წლის მილები იქნა განთავსებული, გაზის მილები. ყველაფერი, რაც კი შეიძლება გამოცვლილიყო მიწის ქვემოთ არსებული ქსელი, ყველაფერი იქნა შეცვლილი." - აცხადებს კახა კალაძე.