27 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
1-ლი მარტიდან ქვეყანაში იზოლაციისა და ქვეყანაში შემოსვლის წესი იცვლება - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

1-ლი მარტიდან ქვეყანაში იზოლაციისა და ქვეყანაში შემოსვლის წესი იცვლება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ უწყებათაშორის საკორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

"1-ლი მარტიდან საქართველოს საზღვარზე ყველა იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც აქამდე შეზღუდული იყო, შეძლებს შემოსვლას იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება PCR ტესტი. უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოდის ორი პირობით - ეს არის ვაქცინაცია და მეორე იქნება PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, მოგეხსენებათ საქართველოს მოქალაქეებიც ასევე შემოდიან საქართველოში ან ტესტის საფუძველზე ან ვაქცინირებულები. თუ მოქალაქეს არც ერთი და არც მეორე არ აქვს, მათ ჰქონდათ ვალდებულება 8 დღიან იზოლაციაში გადასულიყვნენ.

მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად თვითიზოლაცია მცირდება 5 დღემდე და საქართველოს მოქალაქე, როდესაც შემოდის საქართველოში, თუ მას აქვს PCR ტესტი, ეხსნება მესამე დღეს PCR  გაკეთების ვალდებულება.

შესაბამისად, გაუქმდება ის აპლიკაციები, რომელიც საჭირო იყო ზემოთ ჩამოთვლილი 67 ქვეყნიდან თუ არ შემოდიოდა პიროვნება იმისთვის, რომ ქვეყანაში შემოსვლის უფლება მისცემოდა ეს არის ე.წ. ბიზნეს აპლიკაცია, იმუშავე საქართველოდან და სტუდენტების აპლიკაცია," - აცხადებს გიორგი ღიბრაძე. 

დღის ამბები