27 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
1-ელი მარტიდან ე.წ. კოვიდსასტუმროები უქმდება - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

1-ელი მარტიდან ე.წ. კოვიდსასტუმროები უქმდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. როგორც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, უქმდება თერმოსკრინინგის და ჟურნალის წარმოების ვალდებულება, ასევე უქმდება დეზობარიერების ქონის ვალდებულებაც. 

"პირველი მარტიდან უქმდება საკარანტინე სივრცეები, ე.წ. კოვიდ სასტუმროები, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებული პროტოკოლებიდან გამომდინარე, დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება.

ასევე, უქმდება თერმოსკრინინგის და ჟურნალის წარმოების ვალდებულება, უქმდება დეზობარიერების ქონის ვალდებულება და სასტუმროებს მიეცემათ საშუალება, ბუფეტის მეშვეობით მომსახურება გაუწიონ თავის სტუმრებს," - აცხადებს გიორგი ღიბრაძე. 

დღის ამბები