27 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
დავით ზალკალიანი მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, უპასუხონ საერთაშორისო სამართლის მორიგ დარღვევას

პუტინის მიერ დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებას ცოტა ხნის წინ "ტვიტერზე" გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

"რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა და იმეორებს 2008 წელს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარებისა და ოკუპაციის სცენარს.

მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, უპასუხონ უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის მორიგ დარღვევას, " - წერს დავით ზალკალიანი ტვიტერზე.

დღის ამბები