27 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ საჭიროა განსაკუთრებულად ფრთხილი და გამჭვირვალე დამოკიდებულება, რაც ჩვენ ვერ დავინახეთ - კარლ ჰარცელი​

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ საჭიროა განსაკუთრებულად ფრთხილი და გამჭვირვალე დამოკიდებულება, რაც არ ჩანს.​

ჰარცელის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მუშაობაში ევროკავშირმა დიდი ძალისხმევა და ფინანსები ჩადო.

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის ფუნდამენტური ინსტიტუტი კონტროლის და ბალანსის უზრუნველსაყოფად და მის მიმართ საჭიროა განსაკუთრებულად ფრთხილი და გამჭვირვალე დამოკიდებულება, რაც ჩვენ ვერ დავინახეთ გასული წლის ბოლოს და რაც შემაშფოთებელია ჩვენთვის, რადგან ფუნდამენტურად აუცილებელია, რომ მსგავს ინსტიტუტს შესაბამისად ფუნქციონირების საშუალება ჰქონდეს.

ეს არის ინსტიტუტი, რომელშიც ევროკავშირმა დიდი ძალისხმევა და ფინანსები ჩადო, იმისთვის, რომ მისი გაძლიერებისთვის შეგვეწყო ხელი. ამასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა არა მხოლოდ ევროკავშირმა, არამედ შეერთებულმა შტატებმაც, გაერომ და ევროპის საბჭომ.

დღის ამბები