27 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
ანრი ოხანაშვილი სახალხო დამცველის მიერ ეუთო/ოდირისთვის გაგზავნილი კითხვების გასაჯაროებას ითხოვს

სახალხო დამცველის ბრიფინგამდე განცხადება გააკეთა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ საჭიროა გასაჯაროვდეს ის კითხვები - რითაც მიმართა სახალხო დამცველის აპარატმა ეუთო/ოდირს, რათა საზოგადოებისთვის ცხადი გახდეს რა ინფორმაციის საფუძველზე გამოაქვეყნა ეუთო/ოდირმა დასკვნები.

როგორც ოხანაშვილი აცხადებს ეუთო/ოდირის პირველადი სამართლებრივი მოსაზრებების გაცნობის შემდეგ მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ ეუთო/ოდირს არასრულად მიაწოდეს ინფო ინფორმაცია.

"ეუთო/ოდირის წინაშე არ დასმულა მთავარი საკითხი. არის თუ არა ერთმანეთთან თავსებადი გამოძიება და პერსონალური მონაცემების დაცვა და არის თუ არა გავრცელებული მსგავსი მოდელი ევროკავშირის ქვეყნებში. ის რომ შინაარსობრივად არასწორი ან არასრული ინფორმაცია იქნა მიწოდებული, ეუთო/ოდირისთვის, ასევე დასტურდება დასკვნაში სამართლებრივი უზუსტობებით. მაგალითად: ეუთო/ოდირის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ახლად შექმნილი ორი ახალი სამსახურის თანამდებობის პირთა პარლამენტის მიერ არჩევის ქვორუმი თითქოს შემცირდა, რაც რეალურად არ შეესაბამება სიმართლეს. აუცილებელია გასაჯაროვდეს სახალხო დამცველის მიერ ეუთო/ოდირისთვის გაგზავნილი კითხვები, რათა ცხადი გახდეს რა ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოიტანა ეუთო/ ოდირმა აღნიშნულ ცვლილებებზე დასკვნები,"- აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

გარდა ამისა სახალხო დამცველის აპარატმა ეუთო/ოდირს საკანონმდებლო ორგანოსთან კონსულტაციების გარეშე მიმართა.

დღის ამბები