27 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
სახალხო დამცველი სახელმწიფო ინსპექტორის აპარატთან დაკავშირებით, კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ, ეუთო/ოდირის დასკვნას ასაჯაროებს

სახალხო დამცველი სახელმწიფო ინსპექტორის აპარატთან დაკავშირებით, კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ, ეუთო/ოდირის დასკვნას ასაჯაროებს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით, საექსპერტო დასკვნის წარმომადგენლის თხოვნით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ბიუროს, სწორედ სახალხო დამცველმა მიმართა.

მმართველი გუნდი კი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ ეუთო/ოდირისთვის გაგზავნილი შეკითხვების გასაჯაროებას ითხოვს.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეუთო/ოდირის დასკვნის საფუძველზე აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება შესაძლოა ცუდად აისახოს ქვეყანაზე. 

"ეუთო/ოდირი ცალსახად აცხადებს, რომ ის პროცესი თუ, როგორც წარიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სამართალს, დამოუკიდებელი ინსტიტუტების რეგულირების შესახებ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის ეუთოს სტანდარტებს. ასევე მიაჩნია, რომ პარლამენტმა დაარღვია დემოკრატიული საკანონმდებლო სტანდარტ6ები, როდესაც დაჩქარებული წესით ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციების გარეშე მიიღო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ეუთო/ოდირი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი და დამაზიანებელი ეფექტი ჰქონდეს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე,"- აცხადებს ნინო ლომჯარია. 

დღის ამბები