რუსეთი და ბელარუსი უკრაინის საზღვართან ერთობლივ წვრთნებს კვლავ აგრძელებს, რომელიც კვირას უნდა დასრულებულიყო.
ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ბელარუსის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბელარუსის თავდაცვის უწყებაში კი წვრთნების გაგრძელების მიზეზად, რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებთან "სამხედრო აქტივობის გაზრდას" და "სიტუაციის ესკალაციას" ასახელებენ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ - ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები 10 თებერვალს დაიწყო და 10 დღეში, 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო. რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ წვრთნები, დაგეგმილისსამებრ, კვირას დასრულდებოდა.