27 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
თბილისში დღეს თურქეთის დელეგაციას ელოდებიან - ვისთან გამართავს შეხვედრებს ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე

თბილისში დღეს თურქ კანონმდებლებს ელოდებიან. დელეგაციას დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. დაგეგმილია მუსტაფა შენთოფის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი.

განხილვის მთავარი თემები თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავება და გლობალური გამოწვევებია.

თურქეთის დელეგაცია შეხვედრებს გეგმავს ოპოზიციასთანაც. მათი შეფასებით, აღნიშნული დელეგაციის ქვეყანაში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.

დღის ამბები