ევროპაში შტორმ "იუნისს" 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ზიანი მიადგა ბელგიას, ნიდერლანდებს, გერმანიას, პოლონეთს და ირლანდიას.
მილიონობით აბონენტს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია, შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლაც. გადაიდო ასობით ავია რეისი. ქარის სიჩქარე 200 კილომეტრ-საათს აღწევდა.