27 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
ბაკურიანში ევროპის თასის 2022 წლის გათამაშება პარალელურ გიგანტურ სლალომში დასრულდა - შეჯიბრებაში 12 ქვეყნის 54 მონაწილემ იასპარეზა

სამთო-სათხილამურო ტურნირი ბაკურიანში დასრულდა. ზამთრის სახეობაში სხვადასხვა ქვეყნის უძლიერესი სპორტსმენები მონაწილეობდნენ. შეჯიბრებაში 12 ქვეყნის 54 მონაწილემ იასპარეზა.

ბაკურიანმა კიდევ ერთხელ წარმატებით ჩააბარა სატესტო ღონისძიება მსოფლიოს ჩემპიონატის წინ. ფრისტაილის შეჯიბრებამდე ბაკურიანში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტებიც განხორციელდა. აშენდა სამი ახალი საბაგირო და დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა.

სათხილამურო ტურნირში ვაჟთა შორის გერმანიის წარმომადგენელმა გაიმარჯვა, გოგონებში კი შვეიცარელმა პირველობა არავის დაუთმო.

 

ავტორი: დავით ფრანგიშვილი

დღის ამბები