27 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
"ძალიან მნიშვნელოვანია მომდევნო კვირის სამშაბათი დღე" - როდის დასრულდება პანდემიის ისტორიაში ყველაზე მძიმე ტალღა

იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განმარტებით, მომდევნო კვირა, უფრო კონკრეტულად კი - სამშაბათი იქნება გადამწყვეტი, შენარჩუნდება თუ არა ინფიცირების შემცირებული სტატისტიკა. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურებულ რაოდენობათა რიცხვი კვლავ კლებისკენ წავა, სპეციალისტებს ერთ თვეში მეექვსე ტალღის დასრულებაზე საუბარი შეეძლებათ. მათი მოწოდებები უცვლელია. ახლა მთავარი ამ წესების მკაცრი შესრულებაა.

ვაქცინას დამატებული ბუსტერ დოზა, ექიმების თქმით, "ომიკრონისგან" თავდაცვის ერთ-ერთი მთავარი გზაა. მათი დაკვირვებით დამატებითი დოზა არამხოლოდ ინფიცირების, არამედ შემდგომი გართულებებისგანაც დამზღვევი საშუალებაა.

დადასტურებულ შემთხვევებთან ერთად მცირდება ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვაც. რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ამ ეტაპზე, 220 საწოლია დაკავებული, პაციენტების მისაღებად კლინიკას რესურსი ჯერ კიდევ აქვს.

შენარჩუნდება თუ არა სტაბილურობა, ამ კითხვას პასუხს მომდევნო კვირის სტატისტიკა გასცემს. პირბადე, ვაქცინა და მაღალი პასუხისმგებლობის გამოჩენა კვლავ ვირუსთან ბრძოლის მთავარ მექანიზმად რჩება.

დღის ამბები