27 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
ოკუპანტებმა სოფელ მერეთთან უკვე არსებული მავთულხლართების შიგნით ახალი ბოძები განათავსეს

ოკუპანტების მორიგი უკანონო ქმედება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთთან - რუსმა სამხედროებმა უკანონოდ გავლებული მავთულხლართების შიგნით რუსმა სამხედროებმა ამჯერად ბოძები დაამონტაჟეს. ადგილობრივებმა ოკუპანტების მორიგი უკანონო ქმედების ამსახველი კადრებიც გადაიღეს.

ეს არ არის ერთადერთი აქტივობა, რომელსაც რუსი სამხედროები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახორციელებენ. მანამდე იყო სოფელი კირბალი და ხეებზე შებმული თეთრი ნიშნულები. მოგვიანებით სოფელი მეჯვრისხევი და ჯარიაშენი, სადაც ოკუპანტებმა თხრილები გაავლეს.

ყველა უკანონო მოქმედებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ფლობს. გააქტიურებულია "ცხელი ხაზიც".

საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროების გააქტიურებას გამოეხმაურნენ მმართველ გუნდში. უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სახელმწიფო ყველაფერი აკეთებს მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად.

დღის ამბები