27 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
პრიორიტეტული იყო მიუნხენის კონფერენციის პლატფორმის გამოყენება ჩვენი მისწრაფებების კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად - პრემიერი

პრემიე-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მნიშვნელობაზე წერს.

"ჩვენთვის პრიორიტეტული იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პლატფორმის გამოყენება ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, კონფერენციის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა როგორც პოლიტიკურ ლიდერებთან, ასევე ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან და უმსხვილესი კომპანიების პირველ პირებთან.

"ნაყოფიერი ვიზიტი მქონდა მიუნხენში, უსაფრთხოების 58-ე კონფერენციაზე, სადაც პირადად კონფერენციის თავმჯდომარის, ვოლფგანგ იშინგერის მიწვევით ვიმყოფებოდი. შეხვედრები გავმართე, როგორც პოლიტიკურ ლიდერებთან, ასევე ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან და უმსხვილესი კომპანიების პირველ პირებთან. ჩვენთვის პრიორიტეტული იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პლატფორმის გამოყენება ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად. უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების ფონზე, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი უკრაინელი მეგობრებისადმი, ასევე ვიმსჯელეთ ვითარების განმუხტვის გზებზე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვიზიტის ფარგლებში გამართული ეკონომიკური შეხვედრები, რადგან ჩვენი ქვეყნის განვითარება, მიმზიდველობის გაზრდა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, რათა მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, გავაძლიეროთ ეკონომიკა და გავხდეთ რეგიონული ჰაბი," - წერს პრემიერ-მინისტრი.

დღის ამბები